დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა
12-04-2018
დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა. ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევ ტურს „ეტალონის“ პედაგოგი გოარ სარუხანიანი ხელმძღვანელობდა. ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. გამოვლინდა ყველაზე მაღალ ქულიანი მოსწავლეების ათეული.
შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. იხილეთ ფოტოები