კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის ეხმიანებიან
12-04-2018
კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღის „ჭრელი წინდების“ ფოტოკამპანიას შეუერთდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა ფერადი წინდები შეიძინეს და მასწავლებლებთან ერთად ფოტოები გადაიღეს.    

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს. საზოგადოება ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. 

უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. 

მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203