სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ვებინარი ჩატარდება - დეტალები
25-10-2022

2 ნოემბერს, 16:00 საათზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდება ვებინარი თემაზე „ადამიანის უფლებებისა და ომის სამართლის ურთიერთქმედება (მიმდინარე მოვლენები)“.

ვებინარზე მასწავლებლები გაეცნობიან ადამიანის უფლებათა სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანაკვეთაში მოქცეულ უფლებებსა და ამ ორი დარგის ურთიერთშემავსებელ როლს.

ვებინარს გაუძღვება: პედაგოგიკის დოქტორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების ექსპერტ-კონსულტანტი - ნინო გვარამაძე.

ვებინარის სტუმარია: მიულერი, სამართლის დოქტორი, ალტე უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ნათია კალანდარიშვილი.

ვებინარის ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203