ხცისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის და სკოლის დირექციის ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების სააღდგომო თემაზე წარმოდგენილი ნამუშევრები და კულინარიული ნაწარმი.
დამთვალიერებელს ასევე საშუალება ჰქონდა ეხილა სკოლის მოსწავლეების თამაზ ბიჭიკაშვილისა და გაიოზ ტიღინაშვილის ნახატები.
გამოფენას საკრებულოს წარმომადგენლები და სოფლის ეკლესიის მოძღვარი ესწრებოდნენ.
სააღდგომო ნუგბარი და პროდუქტები მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა, ხოლო შემოსული თანხით თვითმმართველობის წევრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთებს შეიძენენ.
იხილეთ ფოტოები