პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც სპეცმასწავლებლებს და იმ პირებს ეხება, ვისაც ამ მიმართულებით პროფესიაში შესვლა სურს.
მთავარი მოთხოვნა იქნება, ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებისთვის, ის იქნება, რომ მხოლოდ სპეცმასწავლებლისთვის სავალდებულო გამოცდის ჩაბარებით, ამ მიმართულებით მუშაობას ვერ შეძლებენ და მათ 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა მოუწევთ.
იცვლება თუ არა რაიმე მოქმედი მასწავლებლებისთვის? - კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განმარტა, მოქმედი სპეცმასწავლებლები შეინარჩუნებენ პრაქტიკოსის სტატუსს და 2025 წლის 1 იანვრამდე კომპეტენციის დადასტურების მიზნით ჩააბარებენ გამოცდას. ხოლო მათ ვისაც ჩაბარებული აქვს გამოცდა და დასაქმებულია ხელშეკრულებით, მიიღებენ უფროსის სტატუსს:
„ამ კატეგორიის მასწავლებლებს ვუხსნით ყველანაირ ბარიერს და ვანიჭებთ უფროსის სტატუსს“, - განაცხადა ამილახვარმა