გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წელს საპატიო გორელის წოდება 7 ადამიანს მიენიჭა.
„2022 წელს საპატიო გორელებს და დღემდე არჩეულ გორის ყველა საპატიო მოქალაქეს, გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ინიციატივით საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ 500 ლარის ოდენობით.
მიმდინარე წელს გორის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი - თინა ბრეგვაძე; წარმატებული სპორტსმენი -ჯემალ მჭედლიშვილი; წარმატებული სპორტსმენი -გიორგი გოგშელიძე; საბავშვო ბაღის დირექტორი - თინა წერეთელი; გორის საბრძოლო დიდების მუზეუმის დირექტორი - დარია ვაშაგაშვილი; შიდა ქართლში ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი - მარიზა აბრამიძე; ინჟინერი -შალვა ტაბატაძე;
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია ქალაქის სახალხო დღესასწაულის „გორის დღე 2022" - ის ფარგლებში გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.