საგურამოს საჯარო სკოლაში უჩვეულო ღონისძიება გაიმართა
12-04-2018
საგურამოს საჯარო სკოლის მე-3 კლასში უჩვეულო და საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა წელიწადის დროებზე პატარა მინისცენები დადგეს, ამოავლეს ჩურჩხელები, მიიტანეს ჯეჯილი, ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო თამაშში შეეჯიბრნენ.  

მოსწავლეებს მასწავლებელი ლია უნდილაშილი ხელმძღვანელობდა.  

პატარებმა ლექსები და სიმღერები მოამზადეს და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203