რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის შეფასება? - ძირითადი ამოცანები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმიდან
26-10-2022

მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, როგორც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას, ასევე სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგსაც.

შეფასება სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს და ის მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ ინფორმაციას უნდა გვაძლევდეს.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებია:

  • აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;
  • ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;
  • გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;
  • მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;
  • აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება კომპლექსურ დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ უბიძგებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203