ზურა სხირტლაძე - „საჩხერის ეტალონი მოსწავლე“ კორბოულის N2 საჯარო სკოლიდან
12-04-2018
„საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს კორბოულის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ზურა სხირტლაძე დაეუფლა. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია „საჩხერის ეტალონ მოსწავლეს“ ერთჯერადად 500 ლარს გადასცემს, მის პედაგოგს კი - 150 ლარს. 

„არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს მივხვდი, რომ სწავლა და შრომა ყოველთვის ფასდება. მადლობა „ეტალონს“ მოცემული შანსისა და გამოცდილებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თანატოლებს“ - აღნიშნა ზურა სხირტლაძემ.  

„საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ზურა სხირტლაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203