კერძო სკოლა „ანაბასისში“ დედა ენის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები იმართება
12-04-2018

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ დედა ენის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში მეშვიდე კლასში პრეზენტაცია - "ჩვენ და ბასკები" მოეწყო. 

სკოლის აღსაზრდელებმა საინტერესოდ წარადგინეს ქართულ-ბასკური ურთიერთობის ისტორია და ქართველებისა და ბასკების ნათესაობის საკითხზე ქართველ მეცნიერთა აზრს გაეცნენ.

პრეზენტაციას პედაგოგი მარეხი ფორჩხიძე ხელმძღვანელობდა. 

კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა პრეზენტაცია - „ვკითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას“. მსმენელის წინაშე ამჯერად მერვე კლასის მოსწავლეები წარსდგნენ. 

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც აქტიურად ჩაერთვნენ.

დედაენის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული კვირეული სკოლაში დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203