მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების სფეროში ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას.
მემორანდუმის ფარგლებში, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად ჩატარდება ერთობლივი ღონისძიებები. მხარეთა შეთანხმებით, ბავშვთა უფლებების დაცვის, ამავე უფლებების დარღვევის პრევენციისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მასწავლებლები გაივლიან შესაბამის გადამზადებას.