მერჯევის საჯარო სკოლაში „ეტალონაში“ მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვეს
12-04-2018
მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეები სერტიფიკატებით სკოლის დირექციამ დააჯილდოვა. 

სერტიფიკატები იმ მოსწავლეებს გადაეცათ, რომლებმაც პირველ ტურში წარმატებით გადალახეს 50 ქულიანი ბარიერი.

შეგახსენებთ, რომ მერჯევის სკოლაში სულ 145 მოსწავლე სწავლობს და ასწავლის 28 მასწავლებელი, რომლის უმეტესობა სერთიფიცირებულია. 

მერჯევის სკოლის წარმომადგენლების თქმით, სკოლაში შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და არაჩვეულებრივი გარემოა სწავლის მაღალი ხარისხის მისაღებად.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203