საბავშვო ბაღების სამზარეულოსთვის ახალ ტექნიკას შეიძენენ - დეტალები
31-10-2022

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაღებისთვის სამზარეულოს ახალი ტექნიკის შეძნას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე უწყებამ უკვე გამოაცხადა ტენდერი და მის შესაძენად 624 958 ლარი გამოყო. 

როგორც სატენდერო დოკუმენტშია აღნიშნული სააგენტო აღნიშნულ თანხაში მოაიაზრებს როგორც საბავშვო ბაგა-ბაღისათვის სამზარეულოს ტექნიკის შესყიდვას ისე მის დამონტაჯებას. ტექნდერი 19 ოქტომბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 1 ნოემბერს დასრულდება. 

დოკუმენტის მიხედვით, სააგენტო აპირებს შეისყიდოს: სარეცხი მანქანები, ელექტრო ქურები, ელექტრული ხორცსაკეპი, სხვადასხვა ტიპის მაცივრები, კარტოფილის სათლელი მანქანები, ბოსტნეულის საჭრელი მანქანები, ცომის საზელი
მანქანაები და ა.შ.

დეტალური ჩამონათვალის სანახავად იხილეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203