ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რისთვისაც გათვალისწინებულია 32 ათასი ლარი.
პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების თანადაფინანსებას; ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელთა წახალისებას ფულადი ჯილდოთი.
ასევე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლისმედალოსნები ფულად ჯილდოსა და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ.