შეენახებათ თუ არა ქულა დირექტორობის მსურველებს, რომლებიც ტესტირებას წარმატებით ჩააბარებენ? - განმარტება
31-10-2022

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპი გამოაცხადა. გამოცდაზე გასულებმა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60% უნდა მოიპოვონ.

მოგეხსენებათ, მათ, ვინც მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და 60%-იანი ბარიერი გადალახა, მიღებული ქულა უვადოდ უნარჩუნდებათ, თუნდაც პირი ჯერ სკოლაში არ მუშაობდეს. სტატუსის ამაღლების მსურველთა გამოცდაზე გასულებს კი, მათ ვინც, წამყვანობის ან მენტორობის ბარიერი გადალახა, ქულა 3 წლის ვადით შეენახებათ. etaloni.ge დაინტერესდა, შეენახებათ თუ არა ქულა დირექტორობის მსურველებს, რომლებიც კომპეტენციისა და უნარების ტესტს წარმატებით ჩააბარებენ?

დირექტორობის მსურველებს გამოცდაზე მიღებული ქულა არ შეენახებათ და ვერც სერტიფიკატს მოიპოვებენ, თუ მხოლოდ გამოცდას ჩააბარებენ, გასაუბრების ეტაპზე კი უარს იტყვიან. სერტიფიცირება მოიცავს ორივე ეტაპს, როგორც გამოცდის, ასევე გასაუბრების წარმატებით ჩაბარებას, აქედან გამომდინარე, მხოლოდ გამოცდაზე მიღებული ქულით დირექტორობის მსურველი სერტიფიკატს ვერ მოიპოვებს და არც იმ შემთხვევაში შეენახება ქულა, თუ მხოლოდ გამოცდას ჩააბარებს, გასაუბრებას კი წარმატებით ვერ გაივლის,“- განგვიმარტეს სამინისტროს ცხელ ხაზზე.

შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია 24 ოქტომბრიდან დაიწყო და 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური 35 ლარია.  მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზე www.directors.mes.gov.ge


იხილეთ ასევე: სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203