როდის უნდა ჩართონ გათბობა ბაღებმა - მთავრობის დადგენილება
28-10-2022
ჰაერის ტემპერატურის დაცემასთან ერთად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის აქტუალური ხდება გათბობის საკითხი. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ უკვე საკმაოდ აცივდა და დროა, სააღმზდელო დაწესებულებებში გათბობა ჩაირთოს - აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი მთავრობის დადგენილებით არის დაზუსტებული.
გათბობის ჩასართავად კონკრეტული თვე ან რიცხვი განსაზღვრული არ არის, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბავშო ბაღების შენობაში ჰაერის ტემპერატურა +18; +19 გრადუსს არ უნდა ჩამოცდეს.
„ცივ პერიოდში დასაშვებია ჰაერის ტემპერატურის ხანმოკლე დაქვეითება 180C-მდე სკოლამდელი (2 წლის ზევით) და 190C-მდე ადრეული ასაკის (2 წლამდე) ბავშვებისათვის“, - აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.