ხეო​თის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს
12-04-2018
ხეო​თის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა, ქაღალდისგან ტიტები დაამზადეს, სანთლები დაანთეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატრიოტული თემატიკის ლექსები წარმოთქვეს. 

ღონისძიების შემდეგ კი მოზარდებმა სკოლის ეზოში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ნერგები დარგეს. ღონისძიებას ორგანიზება ლელა გვრიტიშვილმა და ლალი მოთიაშვილმა გაუწიეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203