თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესაუბრა
13-04-2018
თელავის N5 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგ ზეინაბ კაკალაშვილის ხელმძღვანელობით პროექტი - „სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი“ განახორციელეს.

პროექტის შეჯამებისას მოსწავლეებმა სკოლაში კახეთის რეგიონში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ეთო შიუკაშვილი მიიწვიეს. 

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოსწავლეებს პროექტის განმავლობაში გაჩენილ კითხვებზე ამომწურავად უპასუხა და მოზარდებს სახალხო დამცველის აპარატის მუშ​აობის მიზნები და ამოცანები გააცნო. 

სკოლა ეთო შიუკაშვილს თანამშრომლობისა და საინტერესო ინფორმაციისთვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203