„დღე მწუხარებისა და დღე დამოუკიდებლობის“ - ეშტიის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილზე ისაუბრეს
13-04-2018
ეშტიის N1 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრების ორგანიზებით ღია გაკვეთილი - „დღე მწუხარებისა და დღე დამოუკიდებლობის“ ჩატარდა.

გაკვეთილი 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ისტორიული მოვლენები მიმოიხილეს. დისკუსიის ბოლოს კი სკოლის აღსაზრდელებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი - ,,აპრილის სუსხი“ ნახეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203