სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე, პარლამენტმა შეიმუშავა დოკუმენტი, სადაც გაწერილია რეკომენდაცები განათლების სამინისტროსთვის.
ჩხენკელის უწყებას არაერთი საკვანძო საკითხს მოგვარება დაევალა და მათ შორის გახლავთ პედაგოგთა დამატებით გადამზადება.
„განათლების სამინისტრომ გადაამზადოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეებისთვის კი განახორციელოს საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და ბულინგის თემაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.