რუსთავი-გარდაბნის გზაზე ცემენტის ქარხანასთან, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვს ავტობუსი დაეჯახა. ის გარდაბნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს შეეჯახა, დაკავებულია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.