გაუქმდა თუ არა სავალდებულო ტრენინგები პედაგოგებისთვის - მასწავლებლის სახლის განმარტება
28-10-2022

სტატუსიან მასწავლებლებს ტრენინგების გავლის ვალდებულება აქვთ. საათების რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, პედაგოგი უფროსია, წამყვანი თუ მენტორი.

თუმცა ახალი სასწავლო წლიდან, მასწავლებლებს სავალდებულო ტრენინგებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ მიუღიათ და გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს ეს ტრენინგები.

სხვათა შორის, მსგავსი კითხვით etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, პასუხის მისაღებად მასწავლებლის სახლს დავუკავშირდით.

უწყებაში განმარტეს, რომ ინფორმაცია, თითქოს სტატუსიანი მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები გაუქმდა, სიმართლეს არ შეესაბამება:

„სტატუსიანი პედაგოგებისთვის ტრენინგები აუცილებლად ჩატარდება. ველოდებით შესაბამის ბრძანებას, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. არაფერი გაუქმებულა, ტრენინგები მალე დაიწყება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203