მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა.
დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლამდე ყველა ბავშვის უზრუნველყოფა საბავშო ბაღის მომსახურებით.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ყოველდღიურად კვების რეჟიმი შედგება 3 ძირითადი კვებისა და წახემსებისგან საუზმესა და სადილს შორის (საუზმე, ლანჩი, სადილი, სამხარი). საბავშვო ბაღებში განახლებულია კვების რაციონი, 10-დღიან პერსპექტიულ მენიუზე დაყრდნობით ბავშვებს მიეწოდებათ ბალანსირებული საკვები.