ბაღებში 20 ბავშვზე 1 ხელსაბანია გათვალისწინებული - კანონი
05-11-2022
მთავრობის დადგენილებით საბავშვო ბაღებდში სანიტარული საკითხები დეტალურად არის გაწერილი. დოკუმენტში აღნიშნულია რომ ყოველ 10-12 გოგონაზე 1 უნიტაზე უნდა იყოს, 20 ბიჭზე 1 პისუარი და 1 ხელსაბანი ნიჟარა 20 ბავშვზე.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სანიტარიული კვანძი უნდა იქნეს მოწყობილი შემდეგი გაანგარიშებით:
ა) 1 უნიტაზი − ყოველ 10-12 გოგონაზე;
ბ) 1 უნიტაზი − ყოველ 10-20 ბიჭზე და 1 პისუარი ყოველ 20 ბიჭზე;
გ) 1 ხელსაბანი ნიჟარა − ყოველ 20 ბავშვზე.
ხელსაბანი ნიჟარები სანიტარიულ კვანძებში უნდა იყოს განთავსებული 555 მმ-ის სიმაღლეზე.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში არსებულ ყველა ხელსაბანში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს თბილი წყლის, საპნის, ხელის გასამშრალებლისა (ელექტროსაშრობი ან ქაღალდის პირსახოცის დისპენსერი) და ნარჩენების კალათის (უკონტაქტო) ხელმისაწვდომობა.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ხელსაბანების უზრუნველყოფას თხევადი საპნით.
სავალდებულოა ხელსაბანების არსებობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ყველა კრიტიკულ წერტილში, კონკრეტულად კი − ტუალეტებში, სამზარეულოსა და სასადილოში/ბუფეტში.