დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების II ეტაპს 2023 წელს გაივლიან - დეტალები
30-10-2022

დირექტორობის სერტიფიცირების მსურველები ტესტს წლის ბოლომდე ჩააბარებენ, ხოლო 2023 წელს გაივლიან გასაუბრებას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებიან ისინი სერტიფიცირებულებად. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა ნიკოლოზ სილაგაძემ ვებინარზე განაცხადა, იმისთვის რომ დირექტორის კანდიდატად განიხილებოდეს პირი ორივე ეტაპი წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი.

„წლის ბოლომდე ჩატარდება ტესტირება, სადაც თქვენ ჩვეულებრივად, სერტიფიცირების ფარგლებში დაწერთ ტესტს, რომლითაც უნდა დაადასტუროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება. აქ, ამ ტესტირებაში მიღებული დადებითი შეფასება, მომდევნო წლისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ გამოხვიდეთ გასაუბრებაზე.

პირველი არის ტესტი, რომელიც წლის ბოლომდეა და შემდეგ გასაუბრება, რომელიც შემდეგი წლის ფარგლებში დაინიშნება. როდესაც ეს ორი ეტაპი გადალახული გექნებათ, ანუ მონიჭებული გექნებათ სერტიფიკატი, ეს არის უკვე იმის შესაძლებლობა, რომ დირექტორობის კანდიდატად განიხილებოდეთ ნებისმიერ სკოლაში“, – აღნიშნა სილაგაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203