,,საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“- კარწახის საჯარო სკოლის 9 აპრილის ღონისძიება
13-04-2018
კარწახის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას საღამო - ,,საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“ მიუძღვნეს.

ღონისძიება ქართული ენისა და სომხური ენის კათედრის მიერ მომზადდა.

მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს, პატრიოტული თემატიკის ლექსები წარმოთქვეს და იმღერეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ემოციური გამოვიდა. 

„საკმაოდ ემოციური საღამო გამოვიდა, მოსწავლეებმა ღირსეულად გაართვეს თავი მათ წინაშე მდგარ ამოცანას, ისე ლამაზად ასრულებდნენ ქართულ სიმღერებს სამშობლოზე, ყველას ცრემლი ადგა თვალზე. მადლობა სკოლის დირექციას, დირექტორს ერვანდ ვარდერესიანს, რომელიც ყოველთვის მხარში უდგას კოლეგებს და ყველა კარგი და საინტერესო აქტივობის განხორციელებაში ეხმარება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203