მარნეულში, სოფელ წერეთელში, 10 წლის გოგონას გატაცების მცდელობაში დამნაშავე პირი იდენტიფიცირებულია, ის მოსწავლემ ფოტოთი ამოიცნო.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 წლის მოზარდის სავარაუდო გატაცების ფაქტი საჯარო სკოლასთან რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა გოგონა სკოლიდან შესვენებაზე მაღაზიაში გავიდა, მაღაზიიდან გამოსულს კი უცნობმა მამაკაცმა მანქანა გაუჩერა და ტკბილეულით ცდილობდა გოგონა მოეტყუებინა თითქოს მისმა მშობლებმა გაგზავნეს.
როგორც მოზარდი გოგონას ბიძა აცხადებს, ფაქტის მედიაში გაშუქების შემდგომ გამოძიებამ აქტიური მუშობა დაიწყო. ამოიღეს სათვალთვალო კამერები სავარაუდო ფოტეობიდან კი გოგონამ შეძლო ერთ-ერთი ოირის ამოცდნობა. ეჭვმიტანილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცახდების მიხედვით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არასრულწლოვანის გატაცების მცდელობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა, სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ კიდევ ორიოდე ფაქტს ჰქონდა ადილი როცა, სკოლაში არსებული წრეებიდან სახლში გვიან მიმავალი მოზარდების მოტყუებით წაყვანის მცდელობა იყო.
ადგილობრივი აქტივისტები განათლების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ უწყებამ უნდა გაავრცელოს განცახდება და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინეს, მით უმეტეს მაშინ, როცა მსგავსი შემთხვევები სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება.