გამოცდაზე გასულები გასაუბრებას ორჯერ გაივლიან - რა ეტაპების გადალახვა მოუწევთ დირექტორობის მსურველებს თანამდებობის დასაკავებლად?
04-11-2022

დირექტორობის მსურველებისთვის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი გამოცხადდა.

სერტიფიცირების ეტაპზე, პირველი და აუცილებელი, გამოცდის ჩაბარებაა. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება თუ ის ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს დააგროვებს. შემდეგი ეტაპი კი გასაუბრებაა.

ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება მიეცემა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე. მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში კი დირექტორობის მსურველი სერტიფიკატს მოიპოვებს,  თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის მაშინვე დირექტორად დაინიშნება, ეს არის ერთ-ერთი გასაუბრება, რომელიც კონკურსანტმა უნდა გაიაროს.

„რატომღაც კონკურსანტების ნაწილს ჰგონია, რომ ტესტირების შემდეგ გასაუბრების წარმატების გავლის შემთხვევაში პირდაპირ დირექტორებად დაინიშნებიან. რეალურად კი გასაუბრება სერტიფიცირების შემადგენელი ნაწილია. იმისთვის, რომ პირს დირექტორობის უფლება მიეცეს ჯერ ტესტირება უნდა ჩააბაროს წარმატებით, შემდეგ კი - გასაუბრების ეტაპი. სერტიფიცირების ეტაპის ამ ორივე შემადგენლი ნაწილის გადალახვის შემდეგ კონკურსანტები სერტიფიკატს მოიპოვებენ. შემდეგ კი სკოლებში ვაკანსიების გამოცხადებას უნდა დაელოდონ, მეორე გასაუბრება სწორედ დირექტორის არჩევისთვისაა“, - განმარტავენ სამინისტროს ცხელ ხაზზე.

შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია 4 დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზე www.directors.mes.gov.ge

იხილეთ ასევე: სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203