იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ზესტაფონის N1 სკოლაში
31-10-2022
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს ღონისძიებებით აღნიშნავენ.
ამჯერად, დაწყებით კლასებში გამართული აქტივობები იაკობ გოგებაშვილის იუბილეს მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
მოსწავლეებმა დიდი მწერილი ღვაწლისა და შემოქმედების შესახებ ვრცლად ისაუბრეს და მას პატივი მიაგეს.
„მძიმე წლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და „ბუნების კარი“ ქართული ენის ბურჯი იყო და სახალხო განათლების ფარ-ხმალს წარმოადგენდა“, ამბობდა ენათმეცნიერი ა. ჩიქობავა. თავად იაკობი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი და უდიდესი მასწავლებელი, აცხადებდა: „სადაც მრავლდება სკოლები, იქ ქვეყანა დოვლათით ავსებულა“, მან კარგად იცოდა, რომ ერის გადამრჩენელი მხოლოდ განათლებაა და მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ამ უმნიშვნელოვანეს საერო საქმეს. ერისკაცის დაბადებიდან 182 წელი გავიდა. ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სხვადსხვა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობით, რომლებიც სიყვარულით, პატივისცემითა და რუდუნებით ჰქონდათ მომზადებული, მოაწყვეს იაკობის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული. მადლობას ვუხდით მათ და მათს პედაგოგებს გაწეული შრომისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.