ვანის N2 საჯარო სკოლა „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის მეორე ადგილის მფლობელია
13-04-2018
ვანის N2 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსში მონაწილეობდა. 

სკოლის ფიზიკოსთა გუნდმა პროექტით „მეხანძრის ტანსაცმელი დინამიკური თბომედეგობით“ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. 

კონკურსს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაში და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. 

ვანის N2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ვანის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე გოგორიშვილს, ვანის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ივანე კორძაძეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების ასოცირებულ პროფესორ მიხეილ კოტიშაძეს, სკოლის ფიზიკის მასწავლებელს მარინე ლორთქიფანიძესა და სკოლის კურსდამთავრებულ ბიჭიკო პაიკიძეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203