მლეთის საჯარო სკოლის მასწავლებელმა აღსაზრდელებს ნაცვალსახელთა ჯგუფები ხატვით ასწავლა
13-04-2018
მლეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ნაცვალსახელთა ჯგუფები ხალისით ისწავლეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა სასწავლო პროცესში დამხმარე რესურსი გამოიყენა და კლასში ხალისიანი გარემო შექმნა.
სკოლის აღსაზრდელება, მასწავლებლის დავალებით, ნაცვალსახელთა თითოეული ჯგუფი როგორც აღიქვეს, იმის შესაბამისი ნახატებით გააფორმეს.
აქტივობაში მოსწავლეები - რევაზ ბურდული, ნიკა ბურდული და გიორგი მელიქიშვილი მონაწილეობდნენ.