დანისპარაულის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების ფარგლებში მე-9 მე-10 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - ,,ჩვენი დევიზია, ცხოვრება ძალადობის გარეშე“ მოაწყვეს.
სკოლის აღსაზრდელებმა საკუთარი თვალით ნანახ ძალადობის ფაქტებზე ისაუბრეს, ვიდეორგოლები და ძალადობის ამსახველი სკეტჩები წარადგინეს, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოში ძალადობის ფაქტებს ასახავს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დაგმეს კანის, რასის, რელიგიური თუ გენდერული ნიშნით ჩაგვრა, ასევე ოჯახური თუ სხვა სახის ძალადობის ფაქტები.
მოზარდებმა მსჯელობისას მოიშველიეს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ბავშვთა უფლებების კონვენცია. მოსწავლეებმა მოუწოდეს საზოგადოებას ნუ იძალადებენ სხვებზე და თვითონაც ნუ გახდებიან ძალადობის მსხვერპლი.
აქტივობას სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, ბოძაურისა და რიყეთის საჯარო სკოლების პედაგოგები ვარლამ ხოზრევანიძე და მაია კოჩალიძე, ამ სკოლების აღსაზრდელები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„აქტივობა ყველამ ერთხმად მოიწონა. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მრავლად უნდა ჩატარდეს, როგორც ჩვენს საკრებულოში, ასევე რაიონში და მთელს ქვეყანაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების შემდეგ სკოლის მოედანზე სკოლებს შორის ფრენბურთსა და ფეხბურთში როგორც ამხანაგური, ასევე გუნდური შეჯიბრებები გაიმართა.
რიყეთის, ბოძაურის და დანისპარაულის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და მომავლის მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს.
„ვფიქრობთ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, აქტიური ენერგიული და მიზანდასახული მოქალაქეების აღზრდას, რაც ესოდენ სჭირდება დღეს საქართველოს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები