მინისტრმა 188 მასწავლებელს აუმაღლა სტატუსი ინდივიდუალური ბრძანებით - ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მენტორი 63 პედაგოგი გახდა
„განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სტატუსი მიენიჭა სულ 188 მასწავლებელს“ - აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტრომ etaloni.ge - ს საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა.
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“, პირდაპირ განსაზღვრავს მასწავლებელთა სტატუსის სახეებს, შესაბამისი სტატუსის მინიჭების, დადასტურების, შეჩერების/აღდგენის წესებს და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს.
2022 წლის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სტატუსი მიენიჭა სულ 188 მასწავლებელს, აქედან:
- უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 88 მასწავლებელს,
- წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 37 მასწავლებელს
- მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 63 მასწავლებელს.
ცნობისთვის, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს
სქემის მე-5 და მე-17 მუხლებით განსაზღვრული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი.