ყვარლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მოსაგონებლად კედლის გაზეთი გამოუშვეს
13-04-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად კედლის გაზეთი - „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“ გამოუშვეს. 
 
სკოლის აღსაზრდელებმა საგნის - ჩვენი საქართველოს მასწავლებლის ლელა ჩაბალოშვილის დახმარებით 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ინფორმაცია და ფოტოები მოიძიეს, კედლის გაზეთზე დაიტანეს და გაზეთი თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203