პედაგოგებს პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის პირველადი ვერსია დაეგზავნათ - გარე დაკვირვება გაუქმდა
31-10-2022

წამყვანობისა და მენტორობის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, პედაგოგები ამ დრომდე ელოდნენ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებოდა, თუ როგორ შეფასდებოდა მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა.

ახლახან სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის პირველადი ვერსია.

მათ შეუძლიათ საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები აღნიშნონ დოკუმენტში. უკუკავშირისთვის კი ვადა 7 ნოემბრამდე აქვთ.

ჯერჯერობით უცნობია, რა ცვლილებები შევა ამ მიმართულებით, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ეს გახლავთ პირველად ვერსია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარე დაკვირვება აღარ იქნება, რადგან ეს კომპონენტი დოკუმენტის პირველად ვერსიაში საერთოდ არ არის.

„მოგესალმებით, მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩატარდა ცენტრალიზებული გამოცდა წამყვანისა და მენტორის სტატუსის მისანიჭებლად, რომელიც გახლავთ მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების წინაპირობა.

მასწავლებელთა მაღალი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, გიგზავნით მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის პირველად ვერსიას, რომელიც გადამუშავდება თქვენი უკუკავშირის შესაბამისად, გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტი მასწავლებელთა მონაწილეობით განიხილოთ საგნობრივ კათედრებზე და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და წარმოადგინოთ სკოლის შეჯერებული პოზიცია აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით

გთხოვთ თქვენი კონკრეტული შენიშვნები კომენტარების სახით ასახოთ დოკუმენტში ხოლო ზოგადი რეკომენდაციების/სურვილების/მოსაზრებების მისაღებად, გამოიყენოთ ცალკე ვორდის ფაილი აქვე გაცნობებთ, რომ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, და მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ კონსულტაციები სასკოლო საზოგადოების ჩართულობისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასების თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით.

აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად განხორციელდება ნოემბერ-დეკემბრის თვეში, გთხოვთ, თქვენი უკუკავშირი გამოგვიგზავნოთ მიმდინარე წლის 7 ნოემბრის ჩათვლით მეილზე info.nsm@mes.gov.ge

მადლობა თანამშრომლობისთვის“ - ეს გახლავთ ტექსტი რომელიც პედაგოგებს დოკუმენტთან ერთდ დაეგზავნათ.

დოკუმენტი იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203