ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში საიუბილეო ღონისძიება „თსუ 100“ ჩატარდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ქვემო ალვანის საინიციატივო ჯგუფი იყო, სკოლის დირექციასთან ერთად.
შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის პიარ სამსახურის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
რექტორმა უნივერსიტეტის წარსულსა და დღევანდელ წარმატებებზე ისაუბრა და სკოლის მოსწავლეები თსუ-ში სტუმრად მიიწვია.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები: ელენე (ძოძე) მურთაზაშვილი, ეთერი თათარიძე და ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი იური მრელაშვილი.
იხილეთ ფოტოები