რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის მისია - ამის შესახებ დირექტორებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი ნინო ხითარიშვილი დირექტორობის სერტიფიცირების მსურველთათვის განკუთვნილ ვებინარში საუბრობს.
სკოლის მისია უნდა შეესაბამებოდეს ზგემ-ს ანუ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებთან უნდა იყოს თანხვედრაშია. არ არის რეკომენდებული ზგემ-ის დებულებების პირდაპირი კოპირება მისიაში. პირიქით, მისიაში უნდა იკითხებოდეს დაწესებულება, როგორც სისტემის ერთი შემადგენელი ელემენტი, როგორ და რა გზებით ახერხებს ზგემში დეკლარირებული მიზნების რეალიზებას.
მისია შეიძლება პასუხობდეს შეკითვაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ? რისთვის არსებობს ჩვენი სკოლა? ვინ არიან სასკოლო საზოგადოების წევრები და მათი რა კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებას ვცდილობთ ჩვენი საქმიანობით.
სკოლის მისიის ორიგინალობას ქმნის მისი საზოგადოების, თემის სპეციფიკა, ის გამოწვევები და ღირებულებები, რაც მის კულტურას აყალიბებს. ძირითადი მიმართულებები: სასკოლო თემი, უსაფრთოება, წარმატება, პოტენციალი, უნარები და შესაძლებლობები, მსოფლმხედველობა, მიღწევები და ა.შ.