წინუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის ისტორიის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს
13-04-2018

წინუბნის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიების მიზანი ქართული ენის ისტორიის შესახებ მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება და 14 აპრილის მოვლენების გააზრება იყო.

ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

1978 წელს საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა, რაზეც ქართველმა საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა. 

აქციებისა და გამოსვლებისა შედეგად ოფიციალურმა მოსკოვმა პოზიციები დათმო და 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოაცხადა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203