ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამშვიდობო მისიების შესახებ ლექციას დაესწრნენ
13-04-2018
არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობის“ ინიციატივით ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. სკოლის მოსწავლეები უფროს ლეიტენანტებს ალექსადრე ჯანაშიას და ბესიკ რობაქიძეს შეხვდნენ.
შეხვედრის თემა „საქართველოს სამხედროების სამშვიდობო მისიებში ჩართულობის აუცილებლობა“ იყო.
ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.