მასწავლებლებს, დირექტორებსა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის პირველადი ვერსია დაეგზავნათ.
სამინისტრო სკოლებიდან უკუკავშირს 7 ნოემბრის ჩათვლით ელოდება.
უწყება, დოკუმენტის განხილვის მიზნით, 3 ნოემბერს ვებინარს ჩაატარებს, დასწრება კი ყველა მსურველს შეუძლია.
„დოკუმენტზე უკუკავშირის წარმოდგენა შეგიძლიათ 7 ნოემბრის ჩათვლით მეილზე info.nsm@mes.gov.ge. გთავაზობთ, წარდგენილი დოკუმენტის შესახებ დეტალურ ვებინარს 3 ნომბერს 5 საათზე. დასწრება თავისუფალია“, - წერია ოფიციალური უწყების ინფორმაციაში.
ვებინარზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს