ვის შეუძლია და ვის ეკრძალება დამკვირვებლობა დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე? - შესარჩევი კონკურსის წესები
04-11-2022

დირექტორობის მსურველებისთვის სერტიფიცირების პირველი ეტაპი გამოცხადდა. რეგისტრაცია 4 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. თავდაპირველად კონკურსანტებმა გამოცდა უნდა ჩააბარონ, ტესტის 60%-ის გადალახვის შემდეგ კი გასაუბრების ეტაპზე გადავლენ.

აუცილებელია დირექტორების გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში იყვნენ პირები, რომლებიც შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას დააკვირდებიან. ტესტირების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები.

ვის აქვს გამოცდაზე დამკვირვებლად ყოფნის უფლება და  ვის ეკრძალება?

კანონის თანახმად, სამინისტრო უფლებამოსილია, სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირები დამკვირვებლებად დანიშნოს მათი თანხმობის საფუძველზე.

პირი არ შეიძლება დაინიშნოს კოორდინატორად, დამკვირვებლად, რეგისტრატორად და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტად იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც ტესტირებას გადის მისი ნათესავი.

ნათესავად ჩაითვლება:

  • მეუღლე;
  • შვილი, გერი;
  • მშობელი/მშვილებელი,
  • მეუღლის მშობელი/ მშვილებელი;
  • და-ძმა;
  • მეუღლის და-ძმა და მათი შვილები;
  • ბებია და ბაბუა (პაპა), ბებიის დედ-მამა და ბაბუის (პაპის) დედ-მამა, როგორც დედის და მამის, ასევე მეუღლის მხრიდან;
  • შვილიშვილი, შვილთაშვილი;
  • ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები, მამიდები და მათი შვილები. მეუღლის ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები, მამიდები და მათი შვილები

ცნობისთვის, დამკვირვებლის მოვალეობაა, დირექტორობის მსურველებს ტესტირების დაწყებამდე განუმარტოს უფლება-მოვალეობები, ასევე ტესტირების ჩატარების, ტესტის შევსებისა და კომპიუტერული პროგრამის გამოყენების წესები, ტესტირების პროცესში კი დააკვირდეს კონკურსანტებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203