ყვარლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედა ენის დღე იზეიმეს
13-04-2018
ყვარლის N2 საჯარო სკოლის 1 კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა საკლასო ოთახი მორთეს, დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წარმოთქვეს და იმღერეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატარებმა მშობლების, მასწავლებლებისა და დირექციის წინაშე პირველი სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა მაქსიმალურად წარმოაჩინეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203