ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლამ „დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენა დედაა ერისა“ ჩაატარა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დედა ენაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
ასევე გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების გმირები და მცირე წარმოდგენები აჩვენეს მაყურებელს.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი ნანა ბაკურაძე, სასწავლო ნაწილის გამგე მარიამ ცისკარიშვილი და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
მათ მოსწავლეებს 14 აპრილი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები