მასწავლებლები და მშობლები სკოლისგან ამ ინფორმაციას ვერ მიიღებენ
07-11-2022
ზოგადი განათლების შესახებ კანონში გაწერილია, ვის შეუძლია სკოლის მართვაში მონაწილეობის მიღება. ამასთან აღნიშნულია ისიც თუ რა ტიპის ინფორმაციას ვერ მიირებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისგან მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები.
მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში.
მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, მიიღონ სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა.
მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ მოითხოვონ და მიიღონ სკოლის მიერ მათთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მათი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა.
მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს მისი ჭეშმარიტი ინტერესი.