წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დირექტორთა კვარტალური შეხვედრები გაიმართა
13-04-2018
12-13 აპრილს ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ლიდერობის აკადემია 2-ის მე-6 მოდულის კვარტალური შეხვედრები.

სამუშაო შეხვედრებს წარმართავდა ამავე სკოლის დირექტორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი და წამყვანი პედაგოგი ფაქიზო ფანჩულიძე უძღვებოდა.

კვარტალური შეხვედრის თემა იყო „ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ კულტურას ჩვენს სკოლაში“. დირექტორებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს, თუ რა შეიცვალა მათ სკოლაში ტრენინგის შემდეგ და ინკლუზიური განათლების კუთხით რა აქტივობები და ღონისძიებები დაგეგმეს...

კვარტალურ შეხვედრას ესწრებოდა მონიტორინგის წარმომადგენელი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან თამარ ხიჯაკაძე.

დირექტორებმა ჩატარებული ტრენინგისათვის მადლიერება გამოხატეს ლიდერობის აკადემიის მოდულის ავტორებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203