მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
13-04-2018
მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გამოცხადდა.

კვირეულს გამოეხმაურა მათემატიკის კათედრა (ხელმძღვანელი: ნინო წაქაძე), რომელმაც ჩაატარა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ქართული ანბანი და მათემატიკა“, დევიზით „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“. გაიმართა კონკურსი ამოცანების ამოხსნაზე, რომელიც შეესაბამებოდა ქართული ანბანის თითოეულ ასო-ბგერის რიცხვითი მნიშვნელობის გამოცნობას.

ღონისძიებაში საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

კვირეულს აგრეთვე გამოეხმაურა საბუნებისმეტყველო კათედრის წარმომადგენლები (ხელმძღვანელი: ნანა კოხრეიძე). მოსწავლეებმა ანბანის მიხედვით გამოჩენილ მეცნიერებზე პრეზენტაცია გააკეთეს.

კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით, კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით, გაიმართა საქველმოქმედო აქცია და მუნიციპალიტეტში მდებარე „ჰუმანიტარული კავშირი ზესტაფონის კათარზისში“ მყოფ ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203