„ქართული ენა, საამო და საგალობელი“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით მუსიკალური აქტივობა ჩატარდა
13-04-2018
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 14 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
დედა ენის დღის 40 წლის იუბილე სკოლამ ორიგინალურად აღნიშნა.
IIIა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: დარეჯან ჯინჭარაძე) ილია ჭავჭავაძის მუზეუმთან თანამშრომლობით მხატვრულ-მუსიკალური აქტივობა თემაზე „ქართული ენა, საამო და საგალობელი“ ჩაატარეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუზეუმის ხელმძღვანელი ნაირა ჩხარტიშვილი, ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო გოგოლიშვილი, ამავე სკოლის ბიბლიოთეკარი მარიამ ჭანტურია, პედაგოგები და მშობლები.