მცხეთის N2 საჯარო სკოლის დედა ენისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესო აქტივობებით გამოირჩეოდა
13-04-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლაში ​ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ დედა ენის კვირეული მოაწყო. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელდა - მოეწყო მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა, კალიგრაფიის კონკურსი, დამზადდა იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების მაკეტები, გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო“. 

კვირეულის ბოლო დღეს კი მოსწავლეები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203