სართიჭალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე იზეიმეს
13-04-2018
სართიჭალის N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. მოსწავლეებმა მაყურებელს საცეკვაო ნომრებიც წარუდგინეს.
სკოლა ღონისძიების ორგანიზებისათვის მადლობას უხდის ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელს მაია საყვარელაშვილს, მუსიკის მასწავლებელს ჯულიეტა კურტანიძეს და ხელოვნების მასწავლებელს შორენა ბურდულს.