უნიკალური სახელმძღვანელო, „პირველკლასელთა აკადემია“, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით იმისთვის შეიქმნა, რათა მომავალმა მოსწავლეებმა მიიღონ ისეთი ცოდნა, რომელიც მათ განათლებაში მყარი საძირკვლის როლს შეასრულებს.
ეს გახლავთ უნიკალური წიგნი-რვეული, რომელმაც შემეცნებით, სახალისო და რაც მთვარია, მაღაპლროფესიონალურ დონეზე შედგენილი დავალებებით, გამოცემისთანავე, უამრავი მეგობარი შეიძინა და მშობლები შვილებთან მეტად დააახლოვა.
სხვათა შორის, არაერთმა ადამიანმა აღნიშნა,რომ „პირველკლასელთა აკადემია“ ყველა პატარის წიგნის თაროს უნდა ამშვენებდეს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება თავად ავტორის, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობა ამჯერად, დმანისის მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივი ბავშვებისთვის ჩატარებული ღონისძიება და სახელმძღვანელოს საჩუქრად გადაცემის ცერემონია დმანისში N2, ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაემთხვა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობას, შეიცვალა ძველი ელექტრო, საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები და სამზარეულო. ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები და შემოიღობა ეზოს პერიმეტრი.
პირველკლასელთა აკადემიის გადაცემის ცერემონია, შთამბეჭდავი ღონისძიების ფონზე წარიმართა ბავშვებმა გულში ჩაიკრეს ახალი „მეგობარი“, რომელიც სასკოლო ცხოვრებისთვის მოამზადებს და „პირველკლასელთა აკადემიასთან“ ერთად, ამაყად შეაბიჯებენ ცოდნის ტაძარში.
ავტორმა, ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა კი სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის, და საქვეყნო მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის, დმანისის მერს, კობა მურადაშვილს 2022 წლის „საქვეყნო მნიშვნელობის მერის“, ხოლო პაატა ყულიაშვილს, 2022 წლის „საქვეყნო მნიშვნელობის საკრებულოს თავმჯდომარის“ ტიტულები მიანიჭა და შესაბამისი დიპლომებიც საზეიმოდ გადასცა.